Armored Scale Bugs • ჯავშნინაი ხოჭო
“Armored scale bugs” 🐛🛡️ ფარიანები პატარა მწერები არიან, რომლებიც მცენარის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება შეგვხვდეს. ეს მავნებლები სხვადასხვა ფორმის არიამ, თუმცა მათი შემჩნევა მარტივია, რადგან ისინი ძალიან ნელა მოძრაობენ და ფარის მსგავსი სხეული აქვთ. ფარიანების მოშორება საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან მათი ჯავშნის ფორმის სხეული მათ ბევრი რამისგან იცავს. გარდა ამისა ისინი კვერცხებს თავიანთი ჯავშნის ქვეშ დებენ ეს კი კვერცხების მოშორებას ადრეულ ეტაპზე კიდევ უფრო ართულებს. ლავრას კი ერთი მცენარიდან მეორე მცენარეზე გადაადგილების შესაძლებლობაც კი აქვს.
გამოსავალი 🛡️
🪖ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაინფიცირებული მცენარე სხვა მცენარეებისგან გამოყავით, რადგან როგორც კი ეს მავნებლები მცენარეზე ფეხს მოიკიდებენ , მათი მოშორება საკმაოდ რთული ხდება.
🪖ზრდასრული ფარიანის მოშორება ხელით ან სპირტით არის შესაძლებელი.
🪖თუ პოპულაცია ძალიან დიდია, მწერების თავიდან მოშორებაში შესაძლოა ბაღის ზეთის გამოყენება დაგვეხმაროს.
🪖ლარვას განადგურება შესაძლებელია ისეთი მტაცებელი მწერების გამოყენებით , როგორებიც არიან ჭიამაია ან ბადეფრთიანა.
#Armoredscalebugs #მავნებელიმწერები #მეტიცოდნა #კანაპედია