რატომ მოქმედებს მარიხუანა კაცზე და ქალზე განსხვავებულად? (სექსი, ჰორმონები).

მცენარე მარიხუანა ცნობილია დისკრიმინაციული ფაქტებით ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ რამდენადაც მისი, როგორც სამკურნალო საშუალების მნიშვნელობა იზრდება და ხდება პოპულარული, უფრო მეტად ამსხვრევს სხვადასხვა ცრუ მოსაზრებებს მის შესახებ. ქალზე და კაცზე მარიხუანა სხვადასხვანაირად მოქმედებს. ეს ეხება არა მარტო სოციალური -კულტურულ სფეროებს, არამედ ბიოლოგიურ ფაქტებსაც.

რაღა თქმა უნდა ეს ისედაც ნათელია რომ კანაფი მოქმედებს ყველა ბიოლოგიურ ინდივიდზე განსხვავებულად. და თითოეულ ადამიანს აქვს განსხვავებული ტოლერანტობის დონე. ახალი კვლევები აჩვენებს რომ არსებობს გარკვეული განსხვავებები როდესაც საქმე ეხება გავლენას სხვადასხვა სქესზე. Როგორც გაარკვიეს სამკურნალო კანაფის მოქმედება ორივე სქესზე თითქმის ერთნაირია, მაგრამ როცა საქმე ეხება THC-ის ფსიქოაქტიურ ეფექტს, ქალები მასზე უფრო განსხვავებულად რეაგირებენ, ვიდრე მამაკაცები.

ესტროგენის ჰორმონი ყველაზე მეტად მოქმედებს ქალებზე კანაფის მოხმარების დროს. ესტროგენის ერთ-ერთი ფუნქციაა ცხიმოვანი მჟავის ამიდური ჰიდროლაზის (FAAH) რეგულირება, რაც ამცირებს ანანდამიდის ეფექტს. ანანდამიდი არის THC-ის ბუნებრივი ეკვივალენტი და სპეციფიკურია განწყობისა და მადის რეგულირებით. ესტროგენი გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლის დროს და ყველაზე დაბალია მაშინ. FAAH ამ ეტაპზე უფრო მძიმე გავლენას ახდენს ანანდამიდზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დროებითი დეპრესია და შფოთვა. ქალები აცხადებენ, რომ მენსტრუაციის პერიოდში ისინი განიცდიან მარიხუანის ნაკლებ ეფექტს.

მამაკაცები არ განიცდიან განსხვავებას მარიხუანას გავლენას ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე თვის არცერთ დროს. თუმცა მამაკაცებს აქვთ უფრო მაღალი გულისცემა, ამ დროს ქალები განიცდიან უფრო მძიმე სედაციას და უფრო თავბრუსხვევას, განსაკუთრებით THC-ის მაღალი დონის დროს. მეორეს მხრივ, ქალები უფრო მეტად გრძნობენ დაღლილობას და მოტოკონტროლის ნაკლებობას, ვიდრე მამაკაცები. საერთოდ, როგორც ჩანს, ქალები უფრო ადვილად ნელდებიან, ხოლო კაცები აგრძელებენ სიფხიზლეს და ფიზიკურ კონტროლს.

კანაფს დღესდღეობით კაცები უფრო მეტს მოიხმარენ, ვიდრე ქალები. და უფრო მეტი რაოდენობით, თუმცა მუდმივი მომხმარებლები ქალები უფრო სწრაფად ხდებიან, ვიდრე მამაკაცები. Მამაკაცისთვის თუ კანაფი რელაქსაციის და ეიფორიის მიღების საშუალებაა, ქალებში მეტად შფოთვებს იწვევს მუდმივი მოხმარების შედეგად. ქვემოთ ჩამოთვლილია განსხვავებულად რეაგირების ზოგიერთი მიზეზი:

• ტოლერანტობა — კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები უფრო სწრაფად ქმნიან ტოლერანტობას, ვიდრე მამაკაცები. ეს მათ ეხმარებათ კანაფის ზემოქმედების სწრაფად დაძლევაში, რისთვისაც კაცებს მეტი დრო სჭირდებათ.

• სექსუალური ჯანმრთელობა — THC-ის მაღალმა დონემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტესტოსტერონის დონეზე, მაგრამ ადვილად აღდგება კანაფისგან ხანმოკლე შესვენებით. ქალებში უფრო დადებით გავლენას ახდენს სექსუალურ შედეგზე, როგორიცაა გაზრდილი აგზნება და მთლიანობაში სექსუალური ჯანმრთელობა.

• ტკივილის შემსუბუქება — როდესაც მამაკაცები ეწევიან მარიხუანას, ტკივილის შემსუბუქება უფრო მაღალია მათში, ვიდრე ქალებში. ქალებს უფრო მაღალი დოზები სჭირდებათ, რათა განიცადონ ტკივილის შემსუბუქების იგივე დონე. როდესაც ესტროგენის დონე პიკზეა, ქალები უფრო სწრაფ შედეგებს განიცდიან.

• მადა — გაზრდილი მადა უფრო მეტად ვლინდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

• მოხსნის სიმპტომები — ქალებში მოხსნის სიმპტომები მაღალია, როგორიცაა შფოთვა, მადის ნაკლებობა და ძილის პრობლემები, ვიდრე მამაკაცები.

ბიოლოგიური მიზეზები ამ ყველაფრის უკან :

ეს არ არის ისეთი მკაფიო, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ გარკვეული ფიზიკური ფაქტორები თამაშობენ როლს. CB1 რეცეპტორებში, სადაც THC ურთიერთქმედებს ენდოკანაბინოიდურ სისტემასთან, მამაკაცები აჩვენებენ უფრო მაღალ MRNA ტრანსკრიპტებს. ეს არის ორგანიზმში არსებული მექანიზმი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კანაბინოიდებთან მუშაობაში. ეს რეცეპტორული პროტეინები მამაკაცებში უფრო მკვრივია, მაგრამ ქალებს ისინი გავრცელებული აქვთ მთელ სხეულში.

კიდევ ერთი განსხვავება გვხვდება მარიხუანის მომხმარებელი მოზარდი ქალების მარჯვენა ამიგდალაში, (იგივე ნუშისებრი სხეული (ლათ. corpus amygdaloideum). შედარებისთვის, ის უფრო დიდია, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ მოიხმარენ კანაფს. ამიგდალა პასუხისმგებელია ემოციებზე. მამაკაცებში განსხვავება არ არის ნაპოვნი. კვლევები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყოს სანდო.

საბოლოო აზრები:

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებები, როდესაც საქმე ეხება კანაფის მოხმარებას მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, ისინი არც თუ ისე ბევრია. ქალები ოდნავ უფრო ზარალდებიან, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ THC ყველას სხვადასხვანაირად ურტყამს. ასევე ცნობილია, რომ ქალი და მამაკაცი ფიზიოლოგიურად ძალიან განსხვავდებიან. სიბნელეში ტრიალს, ყოველთვის ჯობია იცოდე რა ხდება..

--

--

კანაფის ენციკლოპედია

Love podcasts or audiobooks? Learn on the go with our new app.

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store
Cannapedia

Cannapedia

კანაფის ენციკლოპედია